თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტს არ ამოიღებენ, გამოდის, არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას - კობახიძე

15.06.23 15:59
თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტს არ ამოიღებენ, გამოდის, არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას - კობახიძე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირი 12 რეკომენდაციიდან არ ამოიღებს პუნქტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ვენეციის კომისიის მიდგომას არ იზიარებენ.

კობახიძე პირობას დებს, რომ უკრაინული მეთოდებით ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს საქართველოში.

თუ არ ამოიღებენ პუნქტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინ გამოდის, რომ არ იზიარებენ სინამდვილეში ვენეციის კომისიის მიდგომას. თუ ამოიღებენ, ამ შემთხვევაში კანონი გაუქმდება, თუ არ ამოიღებენ ამ შემთხვევაში კანონი ამოქმედდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ უკრაინული მეთოდებით ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს საქართველოში. საქართველოში არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ეს კანონი გამოყენებული, არც ბიზნესის რეკეტისთვის, არც მანკიერი ინტერესებისთვის, რაც ჩვენ მძიმედ გვახსოვს 2012 წლამდე. ჩვენ ბიზნესის რეკეტი წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს საქართველოში. უკრაინაში განხორციელდა ამ კანონის საფუძველზე, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საფუძველზე, ბიზნესის რეკეტი, მათ შორის, მედიასაშუალებები გადაუფორმეს ბიზნესმენებმა სახელმწიფოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ უხეში მიდგომით, ბიზნესის რეკეტის მიდგომით, არ დავნერგავთ ამ კანონს. კონსულტაციები, ბუნებრივია, იქნება ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდებით დამატებითი განმარტებით",- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები