უარი კრიტიკულ მედიას - რეესტრმა "ფორმულას" წილების 25%-ის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე განცხადება დაახარვეზა

15.06.23 16:12
უარი კრიტიკულ მედიას - რეესტრმა  "ფორმულას" წილების 25%-ის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე განცხადება დაახარვეზა

სახელმწიფო კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "ტვ ფორმულას" წილების 25 პროცენტის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე განცხადება დაახარვეზა.

საჯარო რეესტრის პასუხის მიხედვით, შეფერხების ერთ-ერთიო მთავარი მიზეზი ტელევიზიის მფლობელის დავით კეზერაშვილის ვადაგასული პირადობის მოწმობაა დასახელებული.

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასების და კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინადა, რომ წარმოდგენილიდოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის პირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ "ფორმულას" თანამშრომლებმა ორგანიზაცია "თავისუფლების ფორმულა" დააფუძნეს და სამართლებრივად, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით, საჯარო რეესტრში უკვე დაარეგისტრირეს.
არხის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციას გადასცა ტელევიზიის დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა კუთვნილი წილის ნახევარი — 25 პროცენტი.

მსგავსი სიახლეები