მეგობრებს ულტიმატუმებით არ ელაპარაკებიან - ბუჩუკური
„მეგობრებს ულტიმატუმებით არ ელაპარაკებიან“, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური "ქართული ოცნების" ხისტ რიტორიკას დასავლელი პარტნიორების მიმართ.
მაშინ, როდესაც დასავლელი პარტნიორების მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაფიო და ერთია, რომ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს ულტიმატუმებით პასუხობს. ანა ბუჩუკურის შეფასებით, ცხადია, რომ მმართველი გუნდი არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს და რეალურ რეფორმას არ ატარებს.
ულტიმატუმებით არ ესაუბრებიან მათ, ვისაც დახმარებას სთხოვენ. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ - ევროკავსირი და ნატო, პირველ რიგში, გვჭირდება ჩვენ და გვჭირდება სტაილურობისთვის და მშვიდობისთვის,“ - აცხადებს ანა ბუჩუკური.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.