თუკი ვინმეს კოალიცია აქვს შექმნილი ნაცმოძრაობასთან, ეს ქართული ოცნებაა - ბუჩუკური
„ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს მივიღებთ ერთიან საარჩევნო სიას ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების“, - ასე აფასებს დეპუტატი ანა ბუჩუკური ქარული ოცნების ლიდერების ბოლო დროინდელ მესიჯბოქსს ოპოზიციური პარტიების შესაძლო კოალიციასთასთან დაკავშირებით.
ანა ბუჩუკურისთვის ირაკლი კობახიძის განცხადებები მიუღებელია და ამტკიცებს, რომ გახარიას პარტიას საპარლამენტო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება. ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ ქართულმა ოცნებამ შიდა კვლევა ჩაატარა, სადაც გახარიას პარტიას გაზრდილი რეიტინგი გამოიკვეთა.
თუკი ვინმეს კოალიცია აქვს შექმნილი ნაცმოძრაობასთან, ეს ქართული ოცნებაა. გაგახსენებთ, ნაცმოძრაობის ფრაქციის წევრები დაეხმარნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩაიბეტონეს ძალაუფლება. ნაცმოძრაობა დაიხმარეს, მაგალითად, რუსთავის საკრებულოში ამ ორი პარტიის გადაწყვეტილებით, გაეზარდათ ადგილობრივი მოსაკრებელი მოსახლეობას. ნაცმოძრაობის ლევან მურუსიძეს უმყარებს ძალაუფლებას ქართული ოცნება, ცოტა უხერხულია. საბოლოო ჯამში, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს მივიღებთ ერთიან საარჩევნო სიას ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.