მდინარაძე გოიმებს უწოდებს ყველას, ვინც ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან კავშირების გამო აკრიტიკებს

15.06.23 16:54
მდინარაძე გოიმებს უწოდებს ყველას, ვინც ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან კავშირების გამო აკრიტიკებს

მამუკა მდინარაძემ გოიმები ეძახა მათ, ვინც ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან კავშირების გამო აკრიტიკებს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ბოდიში არავისთვის შეუთვლია და ისიც აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძე თავისი ინიციატივით არ მოიხდიდა ბოდიშს.

თუ გაინტერესებთ, ბოდიში ჩვენ არავისთვის შეგვითვლია და თავისი ინიციატივით ზურაბ აბაშიძე ბოდიშს არ მოიხდიდა. ჩვენ არავისთვის შეგვითვლია ბოდიში და არც არასდროს ვუთვლით ასეთ დროს. ერთადერთი ადამიანია ამ ქვეყანაში ეს ადამიანი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური საშუალება, რომ ელაპარაკოს რუსული მხარის წარმომადგენლებს. ფსევდო ლიბერალური ფრთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება თუ იყო, არ გამიკვირდება. რატომ ხდება ეს ყველაფერი იცით? ფსევდო ლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის - გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და „სვეცკებად" და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის თავი და ბოლო მათი ქცევის და მავნებლობა და ქვეყნის მტრობა კიდევ მეორე მიზანია მათთვის". - ამბობს მდინარაძე.

ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.  საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.

მოგვიანებით  ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის  განცხადებას კი პირადად უგზავნის.

 

მსგავსი სიახლეები