სკანდალში გახვეული ზურაბ აბაშიძე კამერებთან ამ დრომდე არ ჩნდება

15.06.23 17:01
სკანდალში გახვეული ზურაბ აბაშიძე კამერებთან ამ დრომდე არ ჩნდება

სკანდალში გახვეული ზურაბ აბაშიძე კამერებთან ამ დრომდე არ ჩნდება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს "პირველებმა" მთავრობის ადმინისტრაციაშიც მიაკითხა, თუმცა სკანდალური აუდიო ჩანაწერების მთვარი ფიგურანტი ფაქტობრივად გაუჩინარებულია. 

აბაშიძე ამ საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ჩანაწერის შინაარსი არ არის ავთენტური, ეს არის დამონტაჟებული, თუმცა უშაულოდ ზილბერკვიტთან საუბარს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადასტურებს.

ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.  საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.

მოგვიანებით  ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის  განცხადებას კი პირადად უგზავნის.

მსგავსი სიახლეები