ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ - დავით არახამია
უკრაინის რადას მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე, ნიკა გვარამიას პატიმრობა უმთავრესი წინაღობაა:
უკრაინელი მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელში ქართულენოვანი განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ უკრაინულ მედიას მისცა.
არახამიას თქმით, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა.
დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს.
ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.
ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ.ქ-ნი პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა.