საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე - ევროკავშირის ელჩი

15.06.23 17:58
საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე - ევროკავშირის ელჩი

„საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე. უნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა,“ - ევროკავშირის ელჩს მორიგი განმარტების გაკეთება მოუწია. პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მოუწია აეხსნა, რას გულისხმობს ევროკომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. 

საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე. როგორ მოგვარება ეს, მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რომ კონსულტაციები გაიაროთ სტანდარტების საერთაშორისო დამდგენებთან - ოდირთან და ვენეციის კომისიასთან. ამ უკანასკნელმა მკაფიოდ განაცხადა ორი დღის წინ, რომ არსებული კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვითხოვთ არა პერსონალიზებულ, არამედ სისტემურ მიდგომას.  
ეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიებისა და არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, იუსტიციის რეფორმას, მაღალი დონის კორუფციას და ასე შემდეგ, რათა მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩაერიონ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას რეფორმების გატარებაზე და სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობაზე.

რაც შეეხერბა ქართული ოცნების ულტიმატუმს, რომ ევროკომისიამ 12 პრიორიტეტიდან დეოლიგარქიზაციის საკითხი ამოიღოს, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის საკითხს არასწორედ უდგება. 

მე წესი მაქვს, რომ სხვების კომენტარებზე კომენტარებს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, კერძოდ კი რიგით მეხუთე, რომელიც შეთანხმებულ იქნა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გადაჭრის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ზედმეტი გარეშე ინტერესებისა და გავლენების საკითხს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონპროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა, არასწორი მიდგომაა დეოლიგარქიზაციისადმი, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება უფრო სისტემური მიდგომა, რაც გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიებისა და არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, იუსტიციის რეფორმას, მაღალი დონის კორუფციას და ასე შემდეგ, რათა მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩაერიონ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში,“ - ამბობს ჰერჩინსკი.
 

მსგავსი სიახლეები