გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არჩევნებამდე არ დაიწყება - სამადაშვილი
"ქართული ოცნების ულტიმატუმს ევროკავშირი რომ არ გაითვალისწინებს" - ამაში დარწმუნებულია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ გაატარებს და ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.
სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საკვანძო საკითხი იქნება ქვეყნის მომავლის ბედთან დაკავშირებით. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გამოცხადებამ ერთი წლით გადაიწიოს.
ხელისუფლებას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში და მას უთხრეს, რომ შენ გაქვს არჩევანი, გაქვს ისტორიული შანსი, რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი შენი ქვეყნისთვის, ოღონდ ბურთი არის შენს მოედანზე და გაატარე ის რეფორმები, რასაც გთხოვთ. ამის შემდეგ თუ ქართული ოცნება გააგრძელებს საუბარს, რომ თუ რაღაც მოთხოვნები უნდა მოუხსნან, არ უნდა შეასრულონ ვალდებულებები და მაინც უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგებით, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტოს, ამ პირობებში, რდესაც მოტხოვნებს არ ასრულებს ხელისუფლება - ეუბნებიან არ მიიღო დეოლიგარქიზაციის კანონი და მაინც იღებს და ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს, უბრალოდ შეიძლება შეიქმნას საფთხე იმის, რომ წელს საერთოდ არ იმსჯელოს ევროპულმა საბჭომ ამ საკითხზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბაბში".
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.