პრეზიდენტი აკეთებს მხოლოდ განცხადებებს, მისი ნაბიჯები არ გვინახავს - სამადაშვილი

15.06.23 18:51
პრეზიდენტი აკეთებს მხოლოდ განცხადებებს, მისი ნაბიჯები არ გვინახავს - სამადაშვილი

„სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებებს, მისი ნაბიჯები არ გვინახავს, რომელიც რაიმე თვალსაზრისით გახსნის გზას ევროკავშირისკენ,“ - საქართველოს პრეზიდენტს უმოქმედობის გამო„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აკრიტიკებს. 

ოპოზიციური პარტიის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და მასზე ზეწოლა არავინ უნდა მოახდინოს. სამადაშვილი პრეზიდენტს შეახსნებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არა კონკრეტულმა პირებმა, არამედ ქვეყნის ისტორიამ უნდა მოახდინოს.

სალომე სამადაშვილი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მნიშვნელობას ახსენებს, რადგან სწორედ მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავება იყო ის თერმა, რის გამოც ამ დრომდე საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

როდესაც ხელში გიჭირავს გასაღები, რომ უდანაშაულოდ დაპატიმრებული მედია მენეჯერი გაათავისუფლო, მხოლოდ საუბარი ევროპულ მომავალზე არ არის საკმარისი. თუ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რომ ქართველი ხალხი უარს ვერ აიტანს, მე სევახსენებ მას, რომ ნიკა გვარამია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს და მათ შორის, ლომის წილი იმის, რომ ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ამ საქმესაც აქვს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები