ტელეფონები "დახურული კომუნიკაციისთვის" - მეცნიერებათა აკადემიის დირექტორი დაცული კომუნიკაციისთვის ახალ მოწყობილებას ითხოვს
მეცნიერებათა აკადემიის ახლადდანიშნული დირექტორი მორიგ სკანდალში ეხვევა - როინ მეტრეველი ახალ სამთავრობო ტელეფონებს ითხოვს. მან აკადემიისთვის ახალი სამთავრობო სატელეფონო აპარატურის გამარტივებული წესით მიღების მოთხოვნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გუში, 14 ივნისს მიმართა.
როინ მეტრეველი ახალი ტელეფონების შესყიდვას შემდეგი მიზეზით ხსნის - საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან “დახურული საშუალებით” კომუნიკაცია.
როინ მეტრეველი ამტკიცებს, რომ არსებული ტექნიკა მწყობრიდან გამოსულია და ამის დადასტურებას „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს“ დასკვნით ცდილობს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა.
მეტრეველი საბჭოთა დროს მუშაობდა პარტიულ სტრუქტურებშიც, ასევე იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტორი.