სხვისი ტრა** იმიტომ აღიზიანებს, რომ თავისი არ გააჩნია, ივანიშვილის უკანალით მოძრაობენ - ყურუა

15.06.23 19:28
სხვისი ტრა** იმიტომ აღიზიანებს, რომ თავისი არ გააჩნია, ივანიშვილის უკანალით მოძრაობენ - ყურუა

„სხვისი ტრა** იმიტომ აღიზიანებს, რომ თავისი არ გააჩნია, ბიძინა ივანიშვილის უკანალით მოძრაობენ ის და მისი კოლეგები,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ბორის ყურუა ქართული ოცნების თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს, სადაც ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქართველი ხალხის ღირსების შელახვაში დაადანაშაულა.

კობახიძის განცხადება ბორის ყურუასთვის ღიმილისმომგვრელია, რადგან იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსს ელოდება, მმართველი ძალა მხოლოდ ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობს.

ისეთი ქვეყნის ხელისუფალს, როგორიც ჩვენ ვართ, იმაზე მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ზურა ჯაფარიძის ტრა** . მე რასაც ვუყურებ, ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ამ თემაზე, მისი ტროლები და ბოტები აპელირებენ ამ თემით და ნეტავ, მართლა ჩემზე ფიქრობდეს ისე და იმ ინტენსივობით, როგორც კობახიძე და მისი კოლეგები ფიქრობენ ჯაფარას ტრა* -ზე. ალბათ, ჩემი ცხოვრება მართლა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა,“ - თქვა ბორის ყურუამ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები დადასტურებაა იმის, რომ მმართველ ძალას ოპოზიციის შიში აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დისკრედიტაციაში დროს არ დახარჯავდნენ.

სხვისი ტრა**  იმიტომ აღიზიანებს, რომ თავისი არ გააჩნია, ბიძინა ივანიშვილის უკანალით მოძრაობენ ის და მისი კოლეგები. რომ არა ბიძინა, არასოდეს ირაკლი კობახიძე არ იქნებოდა არსად, გარდა სადმე მეორეხარისხოვანი უნივერსიტეტისა. თუ მართლა ერთპროცენტიანები ვართ ყველა, თუ არაფერს არ წარმოვადგენთ, მაინც დავმარცხდებით, ჩვენგან არაფერი გამოვა და "ლუზერები" ვართ, რა საჭიროა ჩვენზე საუბარი,“ - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
 

მსგავსი სიახლეები