იქეიფა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რუს ოფიცრებთან ერთად - აჭარის მთავრობის მეთაურს რუსული სიმღერა ჩაურთეს

15.06.23 19:41
იქეიფა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რუს ოფიცრებთან ერთად - აჭარის მთავრობის მეთაურს რუსული სიმღერა ჩაურთეს

იქეიფა თუ არა აჭარის მთავრობის მეთაურმა რუს ოფიცრებთან ერთად, უსმენდა თუ არა რუსულ სიმღერებს და დალია თუ არა რუსი ოფიცრების სადღეგრძელო - ეს ერთ-ერთია იმ მთავარ კითხვებს შორის, რომელზე პასუხის გაცემაც დღეს თორნიკე რიჟვაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მოუწია.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კირთაძე დაინტერესდა, იმყოფებოდა თუ არა თორნიკე რიჟვაძე 30 მაისს სასტუმრო რედისონის ლაუნჯში რუს ოფიცრებთან ერთად. 

მინდა, რომ მართლა თქვათ, ან შვილები დაიფიცოთ ან კაცური სიტყვა გვითხრათ, რომ რუს ოფიცრებზე სიმღერის დროს, თქვენ ღვინის ჭიქით ხელში არ იჯექით იმ სუფრაზე, უბრალოდ გვითხარით, კაცურად გვითხარით, რომ ეს ამბავი არის ტყუილი“ - იკითხა  კირთაძემ.

პასუხის გაცემისგან მთავრობის თავმჯდომარემ თავის არიდება სცადა, თუმცა, ბოლოს მაინც მოუწია იმის თქმა, რომ რუსული სიმღერისთვის რედისონში არ მოუსმენია.
 

მსგავსი სიახლეები