თქვენს ნამუსზე იყოს და ბათუმმა შეაფასოს - თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას
"თქვენს ნამუსზე იყოს და ბათუმმა შეაფასოს,“ - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა აჭასრის უმაღლეს საბჭოში მტავრობის მეთაურმა. თორნიკე რიჟვაძის გაღიზიანება გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებმა და მისთვის განმარტებების მოთხოვნამ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძეს ოპონენტებმა მოსთხოვეს საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, სად იმყოფებოდა 30 მაისს და იქეიფა თუ არა რუს სამხედროებთან ერთად.
დასაწყისში თქვით, რომ ბატონმა პრემიერმა ბუდაპეშტში თქვა, რომ კი, დედა დედაა და მამა მამააო, მგონი გასამეორებელია თქვენთვის, რა დაგემართათ, დედის ხსენება, მამის ხსენება, შვილების დაფიცება, ბოდიში და თქვენს ენაზე ვიტყვი, ამ ჩანაწერებით სიარული და რაღაცის დაბრალება უტიფრად, რომელ ქალაქში ისწავლეთ, რომელ ქვეყანაში ისწავლეთ. თქვენს ნამუსზე იყოს და ბათუმმა შეაფასოს,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.