სად გაქრა პრეზიდენტი? - ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გაუჩინარებულია
სად გაქრა პრეზიდენტი? - ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გაუჩინარებულია. დღეს პრეზიდენტს უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია უნდა გაეხსნა, თუმცა ბოლო მომენტში იქ მისვლაც გადაიფიქრა.
ჩრდილში გადასული პრეზიდენტი კი ბევრ კითხვას აჩენს - ხომ არ გახდა ზურაბიშვილი "ოცნების" მორიგი შანტაჟის მსხვერპლი. ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებების შემდეგ გახდა. კობახიძე ზურაბიშვილს აქებს.
განსაკუთრებული მოწონება პრეზიდენტის იმ პოზიციამ გამოიწვია, სადაც ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკულად გამორიცხავს და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მთავრობაზე გადააქვს. ეს კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ მედიას მისცა. ქართული მედიისთვის პრეზიდენტი უკვე 2 კვირაა მიუწვდომელია.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.