პრემიერს ბრიუსელში გინებით დახვდნენ - პრემიერის ევროპის დედაქალაქში ვიზიტი ჩხუბით დასრულდა
პრემიერის მძიმე ვიზიტი ბრიუსელში ჩხუბით დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილის დაცვა ქართველ ემიგრანტს ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ემიგრანტების ნაწილი პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. ღარიბაშვილს კრიტიკის მოსმენა დარბაზში არ უნდოდა, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე მხოლოდ საგულდაგულოდ შერჩეულ ხალხს დაუძახეს, ვინც სიაში ვერ მოხვდა შენობის გარეთ აპროტესტებდა პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში. მწვავე შეძახილებმა ღარიბაშვილი ისე გამოიყვანა წყობიდან, რომ მისმა დაცვამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე კიბეებზე ათრია და ტელეფონი წაართვა.
მსგავსი სიახლეები
05.08.26 13:54
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.