ფრანკლინის კლუბი პაპუაშვილს დაბადების დღეზე ეპატიჟება

15.06.23 20:45
ფრანკლინის კლუბი პაპუაშვილს დაბადების დღეზე ეპატიჟება

"ფრანკლინის კლუბი" პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დაბადების დღეზე ეპატიჟება. კონფერენცია სამ დღეში - 18 ივნისს გაიმართება.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობის მხრიდან ფრანკლინის კლუბზე მუდმივი თავდასხმები მიმდინარეობდა, კლუბი მზად არის შალვა პაპუაშვილისგან დისკუსიის ფარგლებში მოისმინოს იმ რეფორმების შესახებ, რასაც მმართველი გუნდი გეგმავს.

ქართული ოცნებისა და მთავრობის წვრებმა, მათ შორის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკლინის კლუბზე შეტევა მარტის აქციების შემდეგ მიიტანეს. ღარიბაშვილმა მარტის აქციების შემდეგ თქვა, რომ კლუბის ახალგაზრდები პროვოკაციულად იქცეოდნენ და თითქოს ჰქონდათ დავალება, შესულიყვნენ დაპირისპირებაში სამართალდამცავებთან.

 

მსგავსი სიახლეები