დეოლიგარქიზაცია ძალაში რჩება - 12 პუნქტიდან თორმეტივე უნდა შესრულდეს

15.06.23 20:52
 დეოლიგარქიზაცია ძალაში რჩება -  12 პუნქტიდან თორმეტივე უნდა შესრულდეს

12 პუნქტიდან თორმეტივე უნდა შესრულდეს - ევროკომისია არც ერთ შეუსრულებელ პუნქტზე თვალს არ დახუჭავს და არც რეკომენდაციების სიიდან არ გაქრება. ვიდრე ქვეყანა ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ არის   სტატუსი  არ იქნება -  ეს არის  დიპლომატების პასუხი ქართულ ოცნებას.  ხელისუფლებას დღეს პოლიტიკური ვაჭრობის მორიგი მცდელობა ჰქონდა.  

"ამოიღეთ დეოლიგარქიზაციის კანონი ჩამონათვალიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ავამოქმედებთ მიღებულ კანონს" - ეს იყო მმართველი გუნდის ულტიმატუმი. 

პარალელურად, "ოცნება" "ტვ პირველსა" და "ფორმულას" ემუქრება. "მათ კანონის გარეშეც მოვერევით"  - ეს უკვე ირაკლი კობახიძის სიტყვებია.

 

მსგავსი სიახლეები