რატომ არ კითხავს სასამართლო ვაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე მერიის მაღალჩინოსნებს და კახა კალაძეს?

15.06.23 21:01
რატომ არ კითხავს სასამართლო ვაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე მერიის მაღალჩინოსნებს და კახა კალაძეს?

მოსამართლემ დაცვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მერიის ჩინოვნიკები  დასაკითხების სიიდან ამორიცხა.  108 მოწმიდან გამოკითხულია მხოლოდ 16. ადვოკატები ამბობენ,  რომ  ვერც სასამართლომ და ვერც პროკურატურამ ვერ დაადგინეს, ვინ გასცა ზეპირსიტყვიერად შადრევნის ცხაურების შეცვლის ბრძანება. 

კახა კალაძის გუნდის მხილება უკვე დაწყებულია,  პირველი ვინც ამ  თემაზე ხმამაღლა ისაუბრა, გარემოს დაცვის  საქალაქო  სამსახურის უფროსის ყოფილი  მოადგილეა,  გიორგი ვახტანგაშვილი,  რომელიც 13 წლის მარიტას გარდაცვალების საქმის გამო  ციხეში ზის, ამბობს  რომ მკვლელი  შადრევანი  რომელიც მერიამ  დიდი ზარ-ზეიმით გახსნა, დაუსრულებელი იყო და ეს იცოდა მერმაც. ამ  რეზონანსულ  საქმეში  კიდევ ერთი  საეჭვო  გარემოება იკვეთება,  სად არის ვიდეო მასალა რომელიც    ტრაგედიამდე 1 დღით ადრეა გადაღებული.

 

მსგავსი სიახლეები