"ეს არ არის ციხე, ეს არის კინო" - კინოცენტრის შეფები თვითიზოლაციაში

15.06.23 21:10
"ეს არ არის ციხე, ეს არის კინო" - კინოცენტრის შეფები თვითიზოლაციაში

"ეს არ არის ციხე, ეს არის კინო" - ასე ცდილობდნენ დღეს კინოცენტრის თანამშრომლები პრობაციის სააგენტოდან გადმოყვანილ ხელმძღვანელამდე ხმა მიეწვდინათ. 

კობა ხუბუნაია ისე მიმალვაშია. იმალება საკუთარ კაბინეტში.თუმცა ხმაური მის კაბინეტამდეც მიდის. შენობაში უკვე ერთი კვირაა პროტესტი არ წყდება. შენობის დერეფნებში ბრახუნი, კაკუნი, შეძახილები და მოწოდებები მთელი დღის განმავლობაში ისმის.   ხელოვანები უწყვეტ აქციებს აანონსებენ.

 

მსგავსი სიახლეები