სტიქია გურჯაანში - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სტიქიის ზონაში ჩავიდა
სტიქია გურჯაანში - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სტიქიის ზონაში ჩავიდა. ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაზარალებული მოქალაქეები სტიქიის პირისპირ მარტო არ დატოვოს. ლევან ხაბეიშვილი მზადაა, პირად კონტროლზე აიყვანოს სიტუაცია და დააკვირდეს, რას და როგორ დაითვლის ხელისუფლება.
უმძიმესი მდგომარეობაა გურჯაანში, დატბორილია ცენტრალური ნაწილი. რაიონში დაზარალდა მოსახლეობა, მათ შორის სეტყვამ ფაქტობრივად გურჯანიის დიდ ნაწილს შეუქმნა პრობლემა, სასწრაფოდ უნდ მოხდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა ადგილზე, სწრაფად დათვლა ზარალის, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, უნდა მოწესრიგდეს სწრაფად ინტფრასტრუქტურა. გურჯაანის მერია ვერ ეყოფა ამ საქმეს, ამ საქმეს ჭირდება ხელისუფლება, ყველას მობილიზება. ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში, მიუხეავად იმისა, რომ მათი პირადი ვალდებულებაა. ხვალ დილიდან მე პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, დატბორილია ბაზარი, სახლები, ავტომობილები, რომელიც წყალმა წაიღო. წაიღო გზა და ინფრასტრუქტურა გურჯაანში და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრად წოდებული კაცის ჩართულობა, ბიუჯეტზე მათ მიუწვდებათ ხელი, სარეზერვო ფონდებზე მათ მიუწვდებათ ხელი, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. ამ წუთებში სტიქიის ეპიცენტრია გურჯაანი. ქალაქის ქუჩები მთლიანად წყალშია. ადიდებულმა მდინარე პირდაპირ ქალაქში მოედინება.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.