მიუღებელი იქნებოდა ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება - ნიკა მელია თელავში შეხვედრას მართავს

23.05.21 12:49
მიუღებელი იქნებოდა ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება - ნიკა მელია თელავში შეხვედრას მართავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, შევა თუ არა ენმ პარლამენტში მის მიერ დაგეგმილი შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა. მელია ამბობს, რომ მიუღებელი იქნებოდა პარტიის გადაწყვეტილება ციხიდან გამოსვლისთანავე, კონსულტაციების გამართვის გარეშე გაეჟღერებინა. მელია ამ წუთებში შეხვედრას თელავში მართავს. 

პირველივე რაც ციხიდან გამოსვლისთანავე ვთქვი, ეს იყო რომ ყველა ჩვენს მეგობარს ყველა ჩვენს თანაპარტიელს და ა.შ. როდესაც შევხვდები ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. ის რომ დღეს ვარ თელავში ეს არის ნაწილი ამ ჩემ მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის. შეუძლებელი იყო, დაუშვებელი იყო და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა  ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება თუნდაც მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პარტიაში", - ამბობს ნიკა მელია. 

ენმ შეხვედრებს თელავის შემდეგ, სხვა ქალაქებშიც გამართავს. თვის ბოლოს კი პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ  გადაწყვეტილებას  გამოაცხადებს. kონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთანაც იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები