თუ რამე სამარცხვინოა, არის ის, რაც დღეს კინოცენტრში ხდება - ჯაში კობახიძეს პასუხობს

20.06.23 13:29
თუ რამე სამარცხვინოა, არის ის, რაც დღეს კინოცენტრში ხდება - ჯაში კობახიძეს პასუხობს

რეჟისორი სალომე ჯაში ქართული ოცნების თავმჯდომარის პასუხობს -  საუბარია, ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებაში, სადაც მან თქვა, რომ ფილმი "მოთვინიერება" სამარცხვინოა.

კინორეჟისორი ამბობს, რო თუ რაიმე სამარცხვინოა, ეს  კინოცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენებია. 

ჯაშის შეფასებით, ხელისუფლებას "თავისუფალი ხელოვნების ეშინია". 

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი გამოხატვის, თავისუფალი ხელოვნების. ეშინია ხელოვნების, რომელიც კითხვებს სვამს და სხვადასხვა აზრს აღძრავს. ეს ფილმი, "მოთვინიერება" ცალსახად პოლიტიკური არ არის. ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ბევრად უფრო ფართოა.

კობახიძემ თქვა, კინოცენტრმა ასეთი სამარცხვინო ფილმები კი არ უნდა დააფინანსოს, არამედ, სწორი ფილმები უნდა დააფინანსოსო. საინტერესოა, კობახიძისთვის სწორი ფილმი რა არის?

 თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, რაც დღეს კინოცენტრში ხდება. ეს არის კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოცენტრის უზურპაცია. იქ გარედან დანიშნულები არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, უბრალოდ კარგი ადამიანები არიან, მაგრამ კინოს სფერო საერთოდ არ ესმით. ეს მიზანმიმართული დესტრუქციაა". - ამბობს სალომე ჯაში. 

მსგავსი სიახლეები