შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! - ნიკა გვარამია
"შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი!" - მტავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამართლებრივი დავის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამარტლოში გაგრძელებას აანონსებს. ნიკა გვარამიას განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თავის სიმართლეს დაადასტურებს.
შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი!✌️
რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ.
ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს! ✌️
ნიკა #212" - წერს ნიკა გვარამია.
მთავარი არხის გენერალურის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. დღის ბოლოს ირკვევა, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი