სამოქალაქო საზოგადოებას უყურებს, როგორც მტერს - არასამთავრობოები კობახიძეს პასუხობენ
არასამთავრობოებს დიდ ნაწილს სურვილი არ აქვთ, რომ "ოცნების" თავმჯდომარეს უპასუხოს. ნაწილი კი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სამოქალაქო საზოგადოებას უყურებს, როგორც მტერს.
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ახლა რაც ხელისუფლებას სჭირდება, ეს გონს მოგება და არასამთავრობოებთან თანამშრომლობის სწვალაა, რადგან ეს არის საშუალება, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე დადგომა მოახერხოს.
"სამოქალაქო საზოგადოებას უყურებს, როგორც რაღაც კრიტიკოსს, მტერს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს მათ ძალაუფლებას, ან ცდილობს შეასუსტოს მათი ძალაუფლება და ეს არის აბსოლუტურად მცდარი. მაშინ, როდესაც მოახერხებს ხელისუფლება და მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების გამოყენებას, სწორედ შეცდომები გამოსწორებისთვის, სწორედ სისუსტეების შესავსებად და გასაძლიერებლად, მაშინ შეიძლება მან მიაღწიოს, იმას, რასაც ევროკომისია და ევროკავშირი სთხოვს ჩვენს ხელისუფლებას" - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
მმართველმა პარტიამ დღეს მორალისტებად, რუსებად და ორჯონიკიძეებად არასამთავრობო სექტორი გამოაცხადა. იერიში ირაკლი კობახიძემ უფლებამცველებზე მას შემდეგ მიიტანა, რაც "სტატუსმეტრმა " დასკვნა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს არ ასრულებს.
ამ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მივიდა და ბოიკოტი გამოაცხდა, სამაგიროდ იქ შეკრებილ არასამთვორბო ორგანიზაციებზს თავს მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაესხა.