თუ იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს, კლანი პოზიციებს გაიმყარებს - ზურა ჯაფარიძე

25.05.21 14:13
თუ იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს, კლანი პოზიციებს გაიმყარებს - ზურა ჯაფარიძე

,,გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ ხვალ იუსტიციის 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს, ეს წინააღმდეგობაში მოდის შარლ მიშელის მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ დოკუმენტთან. 

ხვალ ხდება ეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან
თუ მოსამართლეთა კონფერენციამ ახლა აირჩია იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრი, კლანი ისევ გაიმყარებს იქ პოზიციებს
ეს წინააღმდეგობაში მოდის 19 აპრილის შეთანხმებასთან, რომელიც გულისხმობს ასეთი ტიპის არჩევა/დანიშვნების შეჩერებას სისტემის რეფორმირებამდე
ამას ადასტურებს აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებაც.
გასაპროტესტებელია მოკლედ! - წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

მოსამართლეთა კონფერენციის გამართვის შეჩერებისკენ საქართველოს ხელისფლებას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმაც მოუწოდეს.

მსგავსი სიახლეები