ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება - ირაკლი ღარიბაშვილი
ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტიდან დაანონსა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას სურვილი აქვს, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტი ააშენონ, რომელიც რეგიონში ტრანზიტულ-ლოჯისტიკური ცენტრი გახდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით განვიხილავთ აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორი ვარიანტი - ერთი არის გაფართოება, რომელსაც აქვს გარკვეული მინუსები, გვაქვს მეორე, ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, რომელიც არის ვაზიანის ტერიტორიაზე - ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობა, ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საუკეთესო აარქიტექტურების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა და გვინდა, რომ სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ,“ - ამბობს პრემიერი.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.