ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დავიწყებთ და პარალელურად, ინვესტორებთან მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ - პრემიერი
როდის აშენდება ანაკლიის პორტი - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ვინ იქნებიან ინვესტორები, ამაზე საუბრისგან თავს იკავებს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაიწყებს პორტის მშენებლობას, ინვესტორებთან პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა.
ანაკლიის პორტის თაობაზე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს მთავრობის დაფინანსებით. აქედან, 51 პროცენტი იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, სერიოზული ინვესტორების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ახლა არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად, პარალელურად, გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან“, - განაცხადა პრემიერმა.