ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის - ხატია დეკანოიძე

30.06.23 17:27
ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის - ხატია დეკანოიძე

"ვფიქრობ, რომ ეს არის დაპირისპირება ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის," - ასე ხსნის დეპუტატი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ამერიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ იმყოფებოდნენ.

დეკანოიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე გააგრძელებს ამერიკის ელჩზე თავდასხმას.

იმიტომ, რომ მე გუშინ ვნახე ღარიბაშვილი, იქ იყო, ესაუბრებოდა კელი დეგნანს და მათ სორის ღიად აშშ-ის მიმართ გამოთქვამდა პოზიტიურ მოსაზრებებს. ვფიქრობ, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე კი არა, რომ ვინმეს სოლიდარობა გამოუცხადო, არამედ თავს რომ დაესხას კელი დეგნანს კიდევ ერთხელ და აშშ-სთან ურთიერთობები დააყენოს საფრთხის ქვეშ კობახძიემ,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები