პოლიციის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან - ღარიბაშვილი გრიგორიადისზე
"არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო,“ - ამ სიტყვებით დაემუქრა პრემიერი ღარიბაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.
პრემიერი ახლა ამტკიცებს, რომ ახალგაზრდის დისკრედიტაცია არ უცდია. ღარიბაშვილი იმუქრება, რომ გრიგორიადისი მკაცრად დაისჯება.
ეს დაიმახსოვრეთ ყველამ, არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის. მე აქ ვიქნები შეუვალი და უკომპრომისო, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ ვერ იცავენ, რატომ არ გამოყავთ ციხიდან? - ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს,“ - ამბობს ღარიბაშვილი.