ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა - ღარიბაშვილი
„ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა,“ - ჰომოფობიური განცხადება პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა.
ღარიბაშვილმა სხდომათა დარბაზიდან მსხვილი კომპანია "კოკა-კოლა" ბროშურის გამოშვების გამო გააკრიტიკა. პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სულაკაურის გამომცემლობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა.
მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც ვიტყვი ამ ტრიბუნიდან. მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, მკაფიოდ ითქვას რას ვემხრობით და რა არის მისაღბი და რა არ არის, რა არის მიურებელი. ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. ღიად გეუბნებით, მიუღებელია, არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ, ამერიკაში, რა ხდება, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა... ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა,“ - ამბობს პრემიერი.
ღარიბაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში.