ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტების პაკეტი, რომელიც გაფართოებისწინა პოლიტიკას გადახედავს, პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს განსაზღვრავს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.
„ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია. დღეს საფუძველს ვამზადებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერიც იქნება: უფრო მყარი, უფრო ეფექტური, და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავენ. მაშინ როდესაც გაფართოების ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმების საკუთარ გზაზე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ეს ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების მომზადებას, ჩვენი პოლიტიკის ახალი რეალობისთვის მომზადებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ასახავს ჩვენს საერთო ამბიციებს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.