სიძულვილის ენა, ანტიდასავლური რიტორიკა და ღარიბაშვილის მიერ სპეცსამსახურების მხილება - დაპირისპირების დღე პარლამენტში
წამოცდენა პრემიერისგან, რომელმაც სპეცსამსახურები უკანონო მოსმენებში ამხილა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან აღიარა,რომ ზედმიწევნით კითხულობენ ოპოზიციის ე.წ. ჩატებს და იციან ყველაფერი მათი გეგმების შესახებ. მანამდე ოპოზიციას დასცინოდა, ლანძღავდა, აყენებდა შეურაცხყოფას და სახელმწიფოს მტრებს ეძახდა. არაფერი მისთვის არ შეცვლილა. ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლაც წყლის წვეთივით გავდა მის წინა მოხსენებას.
დიდად არაფერი შეცვლილა პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მდგარი მეოცნებეებისთვისაც. იყო მხოლოდ ერთი განსხვავება. როგორც ჩანს ეს პარტიის ნიუ-ჰაუა, როცა ხელისუფლება ძალადობის წახალისებას სკოლის მოსწავლეების თხოვნით ამართლებდა. ოცნების დეპუტატი ზავრადაშვილი სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ ის პარტიული პროპაგანდა რასაც აწარმოებენ, მათ სკოლის მოსწავლეებმა დაუკვეთეს და მადლობაც კი დააბარეს პრემიერთან. ანუ ძალადობის წამხალისებელმა ხელისუფლებამ ახლა ამ კამპანიაში უკვე ახალგაზრდებიც ჩაითრია.
დაპირისპირების დღე პარლამენტში - ქრონოლოგია, ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში