ამ კითხვაზე ავირჩევ დუმილს - რომელ კითხვას არ უპასუხა პრეზიდენტმა
არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვის უნარიანობის კუთხით, ვიდრე ის იყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე? - პრეზიდენტმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
"ამ კითხვაზე ავირჩევ დუმილს, ერთი უფლება ხომ მაქვს, რომ არ ვუპასუხო"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ნინო გელაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტმა შესავალში აღნიშნა: უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოსთვისაც გაჩნდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი ამის ინსტრუმენტი არის ლენდლიზი უკრაინისთვის, რომელიც, საქართველოს სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ეფექტიანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
- მე მექნება თქვენთან კითხვა, როგორც მთავარსარდალთან, ცხადია, ყველაფერს საჯაროდ ვერ იტყვით, შეკითხვა ასეთია: არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვის უნარიანობის კუთხით, ვიდრე ის იყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე.