საქართველოს ხელისუფლებას არასდროს ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები - არახამიას მადლობა პრეზდენტს
უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის - ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის საქართველოს პრეზიდენტის სწორი რჩევები:
რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი.
მადლობა ქ-ონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს. მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის"- აცხადებს არახამია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 წლიანი სანქციები დააწესა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ, რომელმაც განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთში.
პერსონალური სანქცია დაწესდა თამაზ გაიაშვილის მიმართაც.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.