პრემიერის ჰომოფობიური ჩანაფიქრი - ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს ვეტო დაუანონსა

01.07.23 18:09
პრემიერის ჰომოფობიური ჩანაფიქრი - ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს ვეტო დაუანონსა

პრეზიდენტი მორიგ ვეტოს აანონსებს  - ღარიბაშვილი „ლგბტ პროპაგანდის“ კანონით დარეგულირებაზე საუბრობს, სალომე ზურაბიშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტის დაინიცირების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს. 

"ნეტგაზეთის" ჟურნალისტის კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ჰომოფობიური რიტორიკა ევროინტეგრაციის პროცესს, პრეზიდენტი ამბობს:

ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს. მაშინვე ვრცელდება ევროკავშიირში, იმიტომ რომ არის ყურადღება ჩვენს მიმართ. 

რიტორიკა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები, იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიხსნას დებატები და ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რა პოზიცია აქვს „ლგბტ პროპაგანდაზე“. ღარიბაშვილი საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას არ გამორიცხავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ ევროპაში და ამერიკაში „ლგბტ პროპაგანდა“ ბაღებსა და სკოლებში შევიდა, მან „ამორალური კამპანიაის" წარმოებაში დაადანაშაულა „მაკდონალდსი“ და ღარიბაშვილი სულაკაურის გამომცემლობას “ლგბტ პროპაგანდაში” ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები