ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში და უარი "ოცნებისგან" - პრეზიდენტმა ქალ დეპუტატებთან მოლაპარაკების დეტალები საჯარო გახადა

01.07.23 18:16
ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში და უარი "ოცნებისგან" - პრეზიდენტმა ქალ დეპუტატებთან მოლაპარაკების დეტალები საჯარო გახადა

პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" დეპუტატ ქალებთან მოლაპარაკების დეტალები საჯარო გახადა - სალომე ზურაბიშვილი მედიასთან შეხვედრაზე ამბობს, რომ მმართველი პარტიის ქალ დეპუტატებს არწმუნებდა, რომ დეპოლარიზაციისთვის ევროპის დედაქალაში ერთად ჩასულიყვნენმ რაზეც კობახიძე-რარიბაშვილის გინდა მთავარსარდალს უარი უთხრა.

მეტიც, როგორც გაირკვა, ზურაბიშვილი მართველ გუნდს პირდებოდა, რომ ამ შემთვევაში, მორატორიუმი გამოცხადდებოდა. 

მე როცა ვაპირებდი ჯერ ჩასვლას სტრასბურგში და მერე გადასვლას ბრიუსელში შევტავაზე ყველა პოლიტიკური პარტიების და ასევე ზოგ არასამთავრობოების ქალებს, რომ მოდით და ჩემთან წამოდით სტრასბურგში, მე მექნება სიტყვა და სხვას არავის, მაგრამ იქ ჩავალთ და ეს კადრი, კარტინკა, როგორც გვიყვარს თქვა, რომ საქართველოს ქალები აჩვენებენ მაგალითს, რომ ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ შედგეს. უარი მივიღე მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენლისგან. ვეხვეწე, ვეუბნებოდი, მე ვიცი, ოპოზიციიის წრმომადგენლებიდან ვინც მოდის ყველა მზად არის რომ იყოს ერთგავრი მორატორიუმი. იქ ჩავდივართ, რომ მოვითხოვოთ კანდიდატის სტატუსი. ამ შეთანხმების გარანტორი ვიყავი მე და ვერ დავაჯერე ვერავის". - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები