ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის ყველაფრის გამართლება - პრეზიდენტი რუსების ინვესტიციების კონტროლს ითხოვს
საქართველოს პრეზიდენეტი რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ბიზნესებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაზე საუბარი ყველაფრის ახსნა და გამართლება არ არის და აუცილებელია რუსის მოქალაქეების ინვესტიციებზე ზედამხევდელობა.
პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთში მაცხოვრებელ წარმოშობით ქართველებს ხელისუფლება პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ხელგაშლილი ელოდება რუს მოქალაქეებს.
"მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთში მაცხოვრებელი წარმოშობით ქართველები, რომლებსაც დღევანდელ დღეს, სურვილი აქვთ დაბრუნდნენ, წარმოადგენენ უფრო დიდი საფრთხეს, ვიდრე ის მიგრანტები, რომლებსაც მკლავებს ვუხსნით და ვეუბნებით შემოდით. ჩვენ ქართველებსე უფრო ვურთულებთ საქმეს. მემგონი ეს არ არის გამართლებული, იმიტომ, რომ ეს ხალხი ყოველთვის იქნება მადლლიერი ამ მოქალაქეობისთვის.
კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს, რომლებიც შემოდიან ინვესტიციებით. ამ ქვეყანაში სადაც ბიზნესის წარმოება მარტივია, რაში სჭირდება რუს რუსს, რომ მივცე მას მოქალაქეობა. და ეს ნაწილი საინვისტიციო ნაწილი არის ჩემს ხელში, კიდევ კარგი, ჯერჯერობით, სანამ არ შეცვლიან. იკმარონ ის ბინადრობა და ბიზნესები. მე ვთვი, რომ ესეც უფრო უნა გაკონტროლდეს, არ არის გაკონტროლებული. დღევანდელი სანქციების პირობებში, აუცილებელია რომ მეტი ზედამხედველობა იყოს. მხოლოდ ორნიშნული ეკონომიკური ზრდა არ არის ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გამართლება. უნდა იყოს კონტროლი ამ რუს ბიზნეს ინვესტორებზე". - განაცხადა პრეზიდენტმა.