პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს ივანიშვილის და კობახიძის დასანქცირების მოთხოვნით მივმართე - გონჩარენკო

01.07.23 19:21
პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს ივანიშვილის და კობახიძის დასანქცირების მოთხოვნით მივმართე - გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის უშიშროების საბჭოს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.

ამის შესახებ გონჩარენკო სოცილურ ქსელში წერს.

"მე მივმართე პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს სანქციების დაწესების მოთხოვნით ქართველი პრორუსი ოლიგარქის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ", - წერს ოლექსეი გონჩარენკო.

გარდა ამისა, გონჩარენკო წერს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მუდმივად იმეორებს რუსულ ნარატივებს.

" [ქართული ოცნება] ყველაფერს აკეთებს რუსეთთან დაახლოებისთვის და ეს იმ დროს, როცა ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება"-  წერს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები