პრემიერის პარლამენტში გამოსვლა პოლარიზაციის ზეგამოვლენა იყო - ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პრემიერის გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში პოლარიზაციის ზეგამოვლენა იყო .
პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება ქვეყნის პრემიერი ასე ელაპარაკებოდეს ხალხს და დეპუტატებს.
ეს ქვეყანა ისედაც მაქსიმალურად პოლარიზებულია და თუ მოვისმენთ პარლამენტში პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, ეს არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს? მე მგონი, რომ არ შეიძლება. თუ გვინდა დეპოლარიზაცია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ცოტა თავი შევიკავოთ, რიტორიკა შევცვალოთ, სხვანაირად მივმართოთ ერთმანეთს და შეიძლება, რომ რაღაც გამოვიდეს". - ამბობს პრეზიდენტი.