სანქციები Georgian Airways-ს - პრეზიდენტის პირველი კომენტარი

01.07.23 19:40
სანქციები Georgian Airways-ს - პრეზიდენტის პირველი კომენტარი

სანქციები Georgian Airways-ს - პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ავიაკომპანიის ფრენები რუსეთთან ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოხვედრას.

ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა, თუმცა პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ ეს საშუალებაა მეტი რუსის ჩამოსასვლელად და საქართველო გამოიყენება ევროპაში წასასვლელად მაშინ, როდესაც ევროპა არ იღებს რუსულ თვითმფრინავებს. ეს ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოხვედრას, ეს სანქციები კი ემსახურება იმას, რომ რუსეთს შეექმნას დისკომფორტი საქართველო კი ახლა გამოიყენება, როგორც გზა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში გადასაფრენად.

Georgian Airways-თვის უკრაინული ცა ჩაიკეტა - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 წლიანი სანქციები დააწესა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ, რომელმაც განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთში.

პერსონალური სანქცია დაწესდა თამაზ გაიაშვილის მიმართაც.

მსგავსი სიახლეები