არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული, ეს გაიგო სააკაშვილმა და ახლა მთავრობამაც - პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

01.07.23 19:49
არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული, ეს გაიგო სააკაშვილმა და ახლა მთავრობამაც - პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

ვისი დაკვეთა შეასრულა ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალებით და ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული - სამთავრობო მედიის კითხვაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არავის  წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული ეს თავის დროზე გაიგო სააკაშვილმა და ახლა უკვე მთავრობამაც 

არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ და არასდროს ვიქნები! მე ვიყავი არჩეული, როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რაც წერია კონსტიტუციაში. სულ, როცა კითხვაა, ვაღიარებ, ვისი მხარდაჭერილი ვიყავი და მადლიერება გამოვთქვი, მე მგონი, ესეც ქართული კულტურის ნაწილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს დამოკიდებულებას და ძალიან არასწორი გაგებაა, დემოკრატიის, პრეზიდენტის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის მისი ამომრჩევლის საკუთრება. პრეზიდენტი იმ მომენტიდან, როცა არჩეულია, არჩეულია და ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ხდება, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება იყოს დაპირისპირებული მეტ-ნაკლებად და მე მგონი, საზოგადოება ბევრად ნაკლებად დაპირისპირებულია, ვიდრე ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით იმისთვის, რომ თავისი სიცოცხლე გაახანგრძლივოს - ორივე მხარემ.

მსგავსი სიახლეები