იპარავენ თუ არა ქველმოქმედებისთვის გაწერილ ფულს "ოცნების" პარტიული სალაროს შესავსებად? - ჟურნალისტური გამოძიება

01.07.23 22:00
იპარავენ თუ არა ქველმოქმედებისთვის გაწერილ ფულს "ოცნების" პარტიული სალაროს შესავსებად? - ჟურნალისტური გამოძიება

იპარავენ თუ არა ქველმოქმედებისთვის გაწერილ ფულს ქართული ოცნების პარტიული სალაროს შესავსებად? - "შაბათის ეთერმა" მიაკვლია დოკუმენტებს,  რომელიც ქველმოქმედების სახელით ფულის შესაძლო "მოტეხვაზე" აჩენს ეჭვს. 

ირკვევა, რომ რუსული კომპანია "ინტერ რაო საქართველო", რომელსაც რუსეთიდან საქართველოში დენი შემოაქვს და კოლოსალურ მოგებას ნახულობს, ქველმოქმედებისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციას "თანადგომის ფონდს" 2 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. 

ფონდის დირექტორიც, მფლობელიც და გამგეობის წევრიც მოქალაქე ზვიად კუჭუხიძეა, ფონდი ქუთაისში, ნიკეას მეორე შესახვევშია რეგისტრული, თუმცა ადგილზე "შაბათის ეთერს" უთხრეს, რომ ფონდი ბინაში არასდროს ყოფილა დირექტორიად და დამფუძნებლად მითითებული ზვიად კუჭუხიძე კაფელის ხელოსნის დამხმარე მუშაა. 

"შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, ფონდებში ფულის დალექვა დიდ კომპანიებს მმართველმა პარტიამ დაავალა. ამ ფულს კი ისინი არა ქველმოქმედებას ახმარებენ, არამედ "ქართული ოცნების" პარტიის შავი  საქმიანობისთვის იყენებენ, აფინანსებენ რადიკალების პროტესტს ქუჩის აქციებს და ოპოზიციის წინააღმდეგ დევნას. 

ფონდის დირექტორს და მფლობელს "შაბათის ეთერმა" კითხა, რას მოახმარა, "ინტერ რაო საქართველოდან" დიდი ფული, თუმცა ზვიად კუჭუხიძე კარის უკან დაიმალა. 

ზვიად კუჭუხიძე რომელსაც წესით, ქველმოქმედებისთვის დიდი ფული უნდა ჰქონდეს მიღებული და ხალხისთვის დარიგებული იმასაც კი ვერ ამბობს, საერთოდ როგორ ან ვინ დანიშნა მფლობელად და დირექტორია. 

ირკვევა ისიც, რომ "ინტერ რაო საქართველომ" ორ მილიონ ნახევარი ქველმოქმედებისთვის გაღებულ ხარჯად ისე გაატარა, რომ თანადგომის ფონდს რომელსაც ფულს ურიცხავდა, საქველმოქმედო ფონდის სტატუსიც კი არ ჰქონდა მიღებული. 

ჟურნალისტურმა გამოძიებამ "შაბათის ეთერი" ვანო ჩხარტიშვილამდე მიიყვანა - საშუამავლო კომპანია "ინტერ რაო საქართველოს" ვისაც  მოსახლეობის გადახდილი დენის ფულიდან მსუყე წილი რჩება, ორი მფლობელი  ჰყავს - 50,1 % რუსეთს მთავრობას ეკუთვნის 49 მთელ 99 მეასედ პროცენტს კი ორი მლიონ ნახევარი ლარის გადარიცხვის მომენტში "ეი ვი ჯი ჯორჯია" ფლობდა. "ეი ვიჯი ჯორჯიას" წარმომდგენელი წილების გადაფორმების დროს რატი ღვიმბერია იყო. ის ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესმენის მმართველია,  ეი ვი ჯი ჯორჯიას დირექტორი კი ღვიმბერიას და ხატია ღვიმბერია.  ინტერ რაო საქართველოს ოფისიც, აღმაშენებლის გამზირზე იმავე შენობაშია სადაც ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიები

მსგავსი სიახლეები