"ოცნებამ", შესაძლოა, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სადასმჯელო ოპერაცია მოიფიქროს - წითლიძე

02.07.23 11:27
"ოცნებამ", შესაძლოა, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სადასმჯელო ოპერაცია მოიფიქროს - წითლიძე

პრეზიდენტის გუშნდელი კრიტიკული განცხადებები შემდეგ, ენმ-ს წევრი ანი წითლიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქროს. 

ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ქართველ ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა. 

ძალიან სწორი აქცენტები და ძალიან ღიად და ცხადად ილაპარაკა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩენ ვდგავართ ისტორიული არცევანის წინაშე, მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როცა  ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთდებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს პირიქით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ოცნება არის აბსოლუტურად არაადეკვატური, მაქვს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ასევე რაღაც სადამსჯელო ოპერაცია მოიფიქროს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, - ამბობს წითლიძე. 

აქართველოს პრეზიდენტი "ოცნების" ხელისუფლებასთან ახალ ომში შევიდა. სალომე ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი უმოქმედობაში ამხილა. ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მთავარსარდალმა ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, პოლარიზაციის გაღრმავევასა და ჰომოფობიაში ამხილა, მის ჩანაფიქრებს კი ახალი ვეტო დაუნანონსა. პრეზიდენტმა ასევე მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა "ოცნების" ქალი დეპუტატების გუშინდელი დემარშიც.

 

 

მსგავსი სიახლეები