"ოცნება" რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებით საკუთარ ხალხს და სახელმწიფოს ღალატობს - ირაკლი კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მაიკ მაკფოლის განცხადებას ეხმაინება, რომელმაც თქვა, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.
ირაკლი კუპრაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებით ყოველდღიურად არღვევს მორალურ და პოლიტიკუ კანონს, რითაც საუთარ ხალხს და სახელმწიფოს ღალატობს.
მაკფოლის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ „ლელო“ იყო მართალი მაშინ, როცა საუბრობდა სანქციების გვერდის ავლის პროცესზე საქართველოში ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მხრიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან აფილირეული პირები ყოველდღირუად არღვევენ მორალურ და პოლიტიკურ კანონს, როცა სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან რუსეთს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს საკუთარ ხალხს და საკუთარ სახელმწიფოს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.