შემაშფოთებელია, რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გასასვლელად იყენებენ - დეგნანი
აშშ-ს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასვლის საშალებას აძლევს, რაც შემაშფოთებელია. კელი დეგნანის თქმით, ევროკავსირის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა იქონიონ, თუმცა ამას ხელს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა უშლის.
პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ ეს არის საშუალება რუსეთის მეტი მოქალაქის ჩამოსვლის საქართველოში და შემდეგ საქართველო გამოიყენება მათთვის ევროპაში წასასვლელად. მაშინ, როესაც ევროპამ მათთვის კარი ჩაკეტა, ეს ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია. ევროპა არ იღებს რუსულ თვითმფრინავებს, ამ შემთხვევაში კი, აღდგენილი ფრენები ხელს უწყობს მათ ევროპაში გასასვლელად. ეს სანქციები კი ემსახურება იმას, რომ რუსეთს შეექმნას დისკომფორტი და მოხდეს ზეწოლა. საქართველო ახლა გამოიყენება როგორც გზა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპისკენ, - ამბობს დეგნანი.