პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოხსნა და ხელისუფლების ფარული პოზიცია გააშიშვლა - მამუკა ხაზარაძე
პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოხსნა და ხელისუფლების ფარული პოზიცია გააშიშვლა, - ასე აფასებს "ლელოს' ლიდერი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ კრიტიკულ განცხადებებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ პრეზიენტის პოზიციას სრულად იზიარებს.
ხაზარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება გაერთიანებული ძალებით მოხდეს.
პრეზიდენტმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნიღაბი ჩამოხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა. მე ნამდვილად არ მინდა, საქართველოს რომელიმე მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით დასანქცირდეს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მოვახვედროთ იქ, სადაც მას ადგილი ისტორიულად ეკუთვნის. ეს არის ევროპული ინტეგრაცია, სადაც მშვიდობა, დოვლათი და კულტურის დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა.
რაც შეეხება პოლარიზაციას, ნებისმიერი ხელისუფლება მისი შემცირებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ყოველდღიურად, ნებისმიერი ტრიბუნიდან ვხედავთ, თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს პოზიცია და ოპოზიცია. მე ვისურვებდი, რომ ჯანსაღი ძალების გაერთიანებით “ქართული ოცნება“ დავამარცხოთ და ამით ქვეყნის გაერთიანებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ. გაერთიანება პოლიტიკური პარტიების შერწყმას არ გულისხმობს, ეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საზოგადოების ერთობას ნიშნავს.
აქედან გამომდინარე, მე პრეზიდენტის პოზიციას ვიზიარებ, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
აქართველოს პრეზიდენტი "ოცნების" ხელისუფლებასთან ახალ ომში შევიდა. სალომე ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი უმოქმედობაში ამხილა. ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მთავარსარდალმა ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, პოლარიზაციის გაღრმავევასა და ჰომოფობიაში ამხილა, მის ჩანაფიქრებს კი ახალი ვეტო დაუნანონსა. პრეზიდენტმა ასევე მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა "ოცნების" ქალი დეპუტატების გუშინდელი დემარშიც.