იმ ფონზე, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშია, პარტიაში შიდა დაპისპირება უადგილოა - ანი წითლიძე

02.07.23 16:52
იმ ფონზე, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშია, პარტიაში შიდა დაპისპირება უადგილოა - ანი წითლიძე

ლევან ხაბეიშვილზე პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმდჯომარეების იერიშს ანი წითლიძე უადგილოს უწოდებს. ენმ-ს წევრის თქმით, მაშინ, რომცა მესამე პრეზიდენტი ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, შიდა დაპირისპირების დრო არ არის. 

მესამე პრეზიდენტი არის ციხეში და არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი შიდა უთანხომება, შიდა გაუგებრობა, აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება, არის აბსოლუტურად უადგილო. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ნახონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსები ერთიანობასთან დაკავშირებით, - ამბობს წითლიძე. 

პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა დღეს საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ლევან ხაბეიშვილი რეპრესიებსა და შურისძიებაში დაადანაშაულეს.  პარტიული საქმიანობიდაან თამაშგარე დარჩენილები ამტკიცებენ, რომ მელიას მხარდაჭერის გამო ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ჩრდილოვანი მმართველების ბრძანებით, მათ ჩამოშორებას ცდილობენ. 

მსგავსი სიახლეები