ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში - DW დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს
გერმანული "დოიჩე ველემ" ახალი დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ამ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებს ეხება. ფილში საუბარი საქართელოსში არსებულ ვითარებაზეც არის. გერმანელმა რეპორტიორებმა ქართველი რესპოდენტები ჩაწერეს, მათ შორი ენმ-დანაც.
გერმანელმა ჟურნალისტებმა საქართველოშიც იმოგზაურეს და როგორც ისინი ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპაში მსურველ ქვეყნად მოიაზრება, ის სრულად რუსეთზეა დამოკიდებული, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
რეპორტიორები ამბობენ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, საქართველო- რუსეთს შორის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა. ისინი საქართველოს გარდა, სომხეთს და ყირგიზეთსაც ახსენებენ. გერმანელი რეპორტიორები თვლიან, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ქვეყნები ოკუპანტს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. საუბარია ავტომობილებდა ელექტროტექნიკის ექსპორტზეც.