პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები - ზურაბიშვილის გზავნილები ოპოზიციამ გაფრთხილებად შეაფასა

02.07.23 20:37
პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები - ზურაბიშვილის გზავნილები ოპოზიციამ გაფრთხილებად შეაფასა

რას ნიშნავს პრეზიდენტის დუმილი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის შესახებ დასმულ კითხვაზე?? -  რაც ზურაბიშვილმა არ თქვა -  თქვა ოპოზიციამ. უკრაინაში დაწყებული  რუსეთის სასტიკი ომის ფონზე  ქართული ჯარის და შეიარაღების გაძლიერებისთვის "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია.

მედიასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყველაფერს სახელი დაარქვა.  პოლარიზაციის გაღრმავებაში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.არ მორიდებია მთავრობის კრიტიკასაც. დაუპირისპირდა წულუკიანსაც.

სალომე ზურაბიშვილის გზავნილები გაფრთხილებად შეაფასეს. პრეზიდენტმა მოსახლეობა, პრაქტიკულად, გააფრთხილა: თუ საქართველო  ისტორიულ შანსს ხელიდან გაუშვებს და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, "ქართული ოცნება" ქვეყანას რუსეთთან უფრო მეტად დაახლოებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები